Tuesday, June 3, 2014

ჩემი შეხედულებები

 როცა წიგნის კითხვას ვიწყებ, ჯერ ბოლო გვერდს ვკითხულობ და შემდეგ ვშლი პირველ გვერდს. ალბათ ეს მოვლენებზე წინ გასწრების ინსტიქტია; ხო, ალბათ ))) ამ შემთხვევაში, გამიხარდება თუ თქვენ მოვლენებზე წინ გასწრების ინსტიქტი არ შეგაწუხებთ და ბლოგის კითხვას "ჩემი შეხედულებებიდან" არ დაიწყებთ. დამიჯერეთ ამით თქვენი აზრის დისკრიმინაციას მოახდენთ.
   მოდით დავიწყებ იქედან, თუ რისთვის არის ეს ბლოგი ან რა დატვირთვა აქვს მას. პირველ რიგში მინდა გაცნობოთ, რომ მას არანაირი PR დატვირთვა არ გააჩნია, საძაგლობა იქნებოდა ამის დაპიარება! საძაგლობაა როცა ვინმეს ტვინში გინდა ჩატენო სხვა საძაგლობა. არც იმისთვის გავაკეთე ეს პოსტი, რახან ასე აქტუალურია ორდენოფობიურ საზოგადოებაში. უბრალოდ მინდა გავაზიარო ის ინფორმაცია რაც გამაჩნია ორდენების შესახებ, იმედია ვინმემ ახსნა უპოვოს მას, ან უბრალოდ წაიკითხოს და დაიკიდოს.
      ჩემი შეხედულებები ორდენების მიმართ თითქმის ერთ ფაზაში მდგომარეობს. რახან ბლოგს ვაკეთებ იმას კი არ ნიშნავ, რომ მეც ორდენის ქვეშ ვგრილდები ანდაც მხიბლავდეს ეს ყველაფერი. მიმაჩნია, რომ ადამიანთა მიერ გადაგმული ყოველი ნაბიჯი, რომელიც არღვევს სხვისი თავისუფლების საზღვრებს, რომელიც იწვევს გონებრივ გამოთაყვანებას,აზრთა გლობალიზაციას, ძალადობას, ძალაუფლებას, "ღორივით გასქელებას",  არასდროს იქნება მისაღები ჩემთვის! პოსტებში კარგად იკვეთება, თუ რის გამო ცდილობდნენ ორდენის წევრები მსოფლიო ბატონობას. ფული, სიმდიდრე, ოქრო, ვერცხლი, მონად ქცეული კაცობრიობა, ზომბად ქცეული ეროვნებები, ეს იყო ის ყველაფერი რაც მათ ასე სურდათ და სურთ. ---ალბათ! 
       ფული! აი, ყველაზე დიდი სიბინძურე კაცობრიობის ისტორიაში. აშტერებს ადამიანს, უბილწავს სულს და შიგ სახეში აფურთხებს. გავიხსენოთ ტამპლიერები. მათ ჰქონდათ სისტემა რითიც ფულს ატრიალებდნენ,მეფეს კი ტამპლიერების ვალი. როგორ ფიქრობთ სურდა მონარქს ყოფილიყო რაინდებზე დამოკიდებული?ემეფა იმ სამეფოში სადაც რაინდს უფრო მეტ პატივს სცემდნენ და ძალაც უფრო მეტი ჰქონდა,ფულიც რათქამუნდა ვიდრე თვით მონარქს? ამიტომაც გაუშვა მიწისქვეშეთში. 
   მასონები და ილუმინატები ახლი მსოფლიო წესრიგის მოწყობას ცდილობენ. გამოზრდიან ალბათ პირუტყვ ემბრიონებს, ადამიანებს დააფანატებენ... და წავიდა საძმო ფართი. 
  რაც შეეხება ასასინებს, საბაჰით აღფრთოვანებული ვარ, თუმცა მაინც არ მიმაჩნია გამართლებულად თავისი შექმნილი ორდენი. შეიძლება ითქვას, რომ წურბელებისგან ათავისუფლებდა ხალხსო, მაგრამ მაინც ძალადობაა, რომელიც ისევ ძალადობას წარმოშობს.
   ჰეი, ადამიანებო, ტვალები გავახილოთ, ყურები გამოვიბერტყოთ. არ მისცეთ უფლება  თქვენზე იბატონონ, ნუღარ დაიდგამტ მონობის უღელს, ნუ გაფანატდებით. ისე გაფანატებას რაც შეეხება, ამ ბოლო დროს ქრისტიანული ეკლესიაც აფანატებს ადამიანებს და ნეტა რაშია საქმე?! ქრისტიანული სარწმუნოება, წესით ყველაზე ჰუმანურია მთელს გალაქტიკაში, მაგრამ, რატომღაც ჩვენში აგრესიით ჩაანაცვლა ხალხმა.

P.S. ისე ბევრი ვიფიქრე დასმულ შეკითხვაზე და მაინც ვერაფერი გავიგე, ვერ გავიგე რატო უნდა მომწონდეს  ჩარლზ მენსონი?!
   
   
  
  

ასასინები(ჰაშიშინები)


ასასინები იყვნენ ნაზარი ისმაილის, კერძოდ სპარსი და სირიელი მიმდევრები, რომლებიც მოღვაწეობდნენ დაახლოებით 1092-1265 წლებში. ნაზარ ისმაილმა სპარსეთის ხელისუფლებას სამხედრო მუქარა წაუყენა და უამრავი ციხე-სიმაგრე ააგო ჰასან საბაჰის მეთაურობით.

სიტყვა ასასინი მომდინარეობს სპარსული სიტყვისგან Hashishinრასაც დამამცირებელი მნიშვნელობა ქონდა და მათი მეტოქეების მიერ გამოიყენებოდა  შუა საუკუნეებში. ასასინების სწორი სახელწოდებაა ჰაშიშინები ან ჰაშიშიტები. ასასინ ამ სიტყვის ფრანგულ-ნორმანული ვარიანტია. ეს იყო მეომართა ისლამური სექტა,რომელიც წარმოიშვა მე-10 საუკუნის დასასრულს სელჩუკთა ხალიფატსა და ეგვიპტის საზღვრის მიდამოებში. ასასინების მასიაფის განყოფილება 1273 წელს მამლუქმა სულთან ბაიბარსმა აიღო. თუმცა მამლუქები აგრძელებდნენ ასასინების მომსახურების გამოყენებას. მაგ: XIV საუკუნეში ასასინმა იბნ ბატუტამ დაწერა მოხსენება, რომელშიც საბოლოოდ დაადგინა მკვლელობებისთვის ანაზღაურება. ამის სანაცვლოდ ხელისუთლებამ მათ „არსებობის“ ნება დართო.



ასასინების წარმომავლობა იწყება პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობამდე დაახლოებით 1080 წელს. რთულია მათ შესახებ დიდი რაოდენობის  ინფორმაციის მოპოვება, რადგან მათი მტრები საუკუნეების მანძილზე მათი კვალის წაშლას ცდილობდნენ. საკმაო ინფორმაცია განადგურდა ასასინთა შტაბის – ალამუტის განადგურების დროს, მაგრამ უდავოა , რომ ასასინთა ორდენი ჰასან საბაჰმა დააარსა. შესაძლოა მას გარკვეული პოლიტიკური ან პირადი მოტივი ჰქონდა. ერთ-ერთი ვერსიით ის იყო ძალაუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი და სხვა მუსლიმებთან იბრძოდა ძალაუფლებისთვის. ასასინთა ორდენი მას სხვა მუსლიმებზე უპირატესობას მისცემდა. სხვა ვერსიის თანახმად იგი მუსლიმებთან ერთად წმინდა მიწას შემოჭრილი ჯვაროსნებისგან იცავდა. ჰასან საბაჰი ორ „ფრონტზე“ იბრძოდა, კონკურენტ მუსლიმებთან და შემოჭრილ ქრისტიანულ ძალებთან.ორდენის შექმნის შემდეგ საბაჰი ეძებდა შტაბისთვის ხელსაყრელ ადგილმდებარეობას, რომელიც მან იპოვა ალამუტის ციხესიმაგრეში, დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე. არ არის ცნობილი საბაჰმა ააგო ციხე სიმაგრე, თუ ის უკვე აშენებული იყო და მან უბრალოდ დაიკავა. როგორც არ უნდა ყოფილიყო საბაჰმა შეძლო ის გადაექცია არა მარტო აუღებელ სიმაგრედ, არამედ მისი მიმდევრების „სკოლად“. ალამუტში ფეხის მოკიდების შემდეგ საბაჰმა მისი გავლენა თანდათან ახლო-მახლო ქალაქებზე და სოფლებზე გადაიტანა. იგი იყენებდა აგენტებს ხალხში ავტორიტეტისა და სახელის მოსახვეჭად.

საბაჰმა დარჩენილი ცხოვრება მის ციხესიმაგრეში გაატარა. ის მუშაობდა ასასინთა ორდენის კანონების შექმნაზე და სხვადასხვა რელიგიური ნამუშევრების შექმნაზე. მას აღარასდროდ დაუტოვებია ალამუტი თავის სიცოცხლის მანძილზე. მან დააარსა მკვლელ ასასინთა საიდუმლო საზოგადოება, რომელსაც იერარქიული წყობა ჰქონდა. საბაჰი იყო დიადი ხელმძღვანელი. მის შემდეგ წოდების მიხედვით იყვნენ კომპანიონები, მათ შემდეგ კი მიმდევრები. სწორედ ეს მიმდევრები იწვრთნებოდნენ, რომ გამხდარიყვნენ ყველაზე საშიში მკვლელები მთელ აზიაში. უცნობია როგორ აღწევდა საბაჰი მისი მიმდევდევრებისგან ასეთ ერთგულებას. ერთ ერთი ვერსიით საბაჰი აძლევდა მათ ნარკოტიკულ ნივთიერება ჰაშიშს და არწმუნებდა, რომ ამ ღვთაებრივი ნეტარების მიცემა მხოლოდ მას შეეძლო. სწორედ ეს აიძულებდა მიმდევრებს უკან დაბრუნებას და ენაზე კბილის დაჭერას. ჰასან საბაჰმა ასეთ ხერხს მიმართა, თავის რჩეულ ჯარისკაცებს იბარებდა სასახლეში და შემოქონდათ ღვინო. ცხადია სტუმრები აღშფოთდებოდნენ, რადგან ღვინო არ ესმევათ რელიგიის მიხედვით, მაგრამ ჰასან საბაჰმა არწმუნებდა მათ რომ ის არის თვით ალაჰისგან მოგზავნილი და მის სტუმრებს ნებადართული აქვთ რაც მოესურვებათ ის აკეთონ. ცოტა ხანში ღვინით და ჰაშიშით გაბრუებული სტუმრები იძინებდნენ და ისინი მაშინვე გადაყავდათ ულამაზეს ბაღში, სადაც მათ ქალები ელოდნენ, ღვთაებრივი სიმღერებით. ეს ქალები “მომსახურების” შემდეგ ისევ დაათრობდნენ სტუმრებს და მათ უკან აბრუნებდნენ ისევ ჰასან საბაჰის სასახლეში. ამ მოვლენების შემდგომ ასასინების ქვეყანაში დაიწყო თვითმკვლელობების სერია, ჰასან საბაჰი არ ელოდა ასეთ შემოტრიალებას და ამიტომ დაამატა, სამოთხეში მხოლოდ ის მოხვდება ვინც მე მიწამებს და ერთგულად მემსახურებაო. ალბათ აღარ არის გასაკვირი რატომ კვდებოდნენ სიხარულით მისი გულისთვის.

ამ უძლიერესი იარაღის საშუალებით საბაჰმა დაიწყო მკვლელობების სერიები, პოლიტიკოსებით დაწყებული გენერლებით დამთავრებული. ასასაინები იშვიათად უტევდნენ მსხვერპლს პირდაპირ. ისინი ზურგიდან ან დაფარული ადგილიდან ესხმოდნენ თავს და წამში უჩინარდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მიმდევრები საბაჰის ორდენში დიადი ხელმძღვანლის პაიკები იყვნენ და მის ყველა სურვილს ასრულებდნენ, მათ წვრთნაში საკმაოდ დიდი თანხები იხარჯებოდა. ასასინები ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რაც მათ ძალასა და მოხერხებას აძლევდა რთული მკვლელობების დროს. მიზნის მისაღწევად ასასინი უნდა ყოფილიყო მომთმენი, ცივი და გამთვლელი. ისინი არა მხოლოდ ჭკვისნები იყვნენ, არამედ განსწავლულებიც, რადგან მათ არა მხოლოდ ყველაფერი უნდა სცოდნოდათ მსხვერპლზე, არამედ მათი კულტურა და მშობლიური ენა. დამრიგებლები მათ ასწავლიდნენ შენიღბვას, მტრის ტერიტორიაზე შეუმჩნევლად შეღწევასა და უბრალო შეტევის ნაცვლად სუფთა და ჩუმ მკვლელობას. როგორც კი შუა აღმოსავლეთში საძაბულობა გამწვავდა ჯვაროსნების შემოსვლით, ასასინები ომთან დაკავშირებულ კონტრაქტებსაც ირებდნენ. ისინი კლავდნენ როგორც ჯვაროსნებს, ასევე მუსლიმებს, მანამ, სანამ დიადი წინამძღოლის გეგმას დააკმაყოფილებდნენ.1092 წელს ქალაქ სევაში, სელჩუკთა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ჰაშიშიტების მიმდევრებმა მოკლეს მუეზინი, იმ შიშით, რომ მას ისინი მთავრობისთვის არ გადაეცა. ამის საპასუხოდ სულთანის მთავარმა ვეზირმა ნიზიმ ალ-მულქმა დააჭერინა დამნაშავენი და ნელი ტანჯვა-წამებით მოაკვლევინა. მათი გვამები კი ქალაქის ცენტრში რამდენიმე დღით გამოკიდეს. ამ სასჯელმა ჰაშიშიტებში აღშფოთება გამოიწვია. აღზნებული ბრბო მისი სულიერი მამის სახლთან მოგროვდა. საჰაბი სახურავზე ავიდა და ხმამაღლა განაცხადა , რომ ამ ჯოჯოხეთის ვეზირის მკვლელს გაეღება სამოთხის კარიბჭე! სიტყვაც კი არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ბრბოს ერთი კაცი გამოეყო სახელად ბუ ტაჰირ არრანი. მუხლმოდრეკილმა მუსლიმმა განაჩენის ასრულების სურვილი გამოთქვა, თუნდაც ამისთვის სიცოცხლის დათმობა მოუწევდა

მზის ამოსვლისთანავე ფანატიკოსი ჰაშიშიტების რაზმმა სულიერი ლიდერისგან წყალობა მიიღო, პატარ-პატარა ჯგუფებად დაიყო და სელჩუკთა დედაქალაქისკენ დაიძრა. 1092 წლის 10 ოქტომბერს ბუ ტაჰირ არრანმა როგორღაც ვეზირის სასახლის ტერიტორიაზე მოხვედრა მოახერხა. ბაღში დამალული მოთმინებით იცდიდა. მკერდზე დიდი, გალესილი დანა მიეკრა, რომელსაც შხამი ჰქონდა წასმული. შუადღისკენ ხეივანში მდიდრულად ჩაცმული ადამიანი გამოჩნდა. არრანს არასდროს ენახა ვეზირი, მაგრამ პირადი დაცვისა და მონების გამო დაასკვნა, რომ ეს მხოლოდ ვეზირი თუ იქნებოდა. უეცრად არრანი გამოხტა, ერთი ნახტომით ვეზირთან გაჩნდა და სამჯერ ჩაარჭო მოწამლული დანა. დაცვამ დაიგვიანა. ვეზირი უკვე აგონიაში ფართხალებდა. დაცვამ უბრალოდ დაფლითა არრანი, მაგრამ ამავდროულად ასასინებმა შეუტიეს ვეზირის სასახლეს და გააჩანაგეს ყველაფერი. ამის შემდეგ საჰაბი მიხვდა, რომ ერტ ადამიანს უფრო მეტის გაკეთება შეეძლო, ვიდრე მთელ არმიას. არ იყო საჭირო არც ჯარი, არც კავალერია, არც ლოდსატყორცნები. საკმარისი იყო ერთი ასასინი, რომელსაც ვერც პირადი დაცვა შეაჩერებდა და ვერც მაღალი კედლები.

ასასინებმა ძალით წაართვეს მტრებს მკვდარი მოძმის გვამი და  ბუ ტაჰირ არრანი მუსლიმური წესით დამარხეს. საბაჰის ბრძანებით ალამუტის ციხის კარიბჭეზე მიამაგრეს სპილენძის ფირფიტა, რომელზეც ამოტვიფრული იყო ბუ ტაჰირ არრანის სახელი , მის გასწვრივ კი მის მიერ მოკლული ვეზირის სახელი. დროთა განმავლობაში ეს ფირფიტა გაადიდეს, რომელზეც უამრავი ვეზირის, სულთნის, შაჰის, მარკიზის, გრაფის და მეფის სახელები დააწერეს.ამ დროისთვის საბაჰს ისლამური სამყაროს ყოველ კუთხეში ყავდა აღმსარებლები, რომლებიც მას რეგულარულად აწვდიდნენ ყოველ მნიშვნელოვან ინფორმაციას, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. საჭირო იყო ისეთი მაღალი დონის აგენტების შექმნა, რომლებიც ხელისუფლების უმაღლეს მწვერვალებს გააკონტროლებდნენ. ჰაშიშიტებმა პირველად შემოიღეს „გაწვევის“ გაგება. იმამმა საბაჰი ღვთაებად გამოაცხადა დას მისი სიტყვა კანონზე მეტი იყო.ასასინებს ასევე ირჩევდნენ ობლებისგან. ასასინს სამუდამოდ უნდა დაევიწყა ოჯახი და ერთგულად ემსახურა დიადი მბრძანებლისთვის. საბაჰი ეუბნეოდა მიმდევრებს, რომ ისინი ინ შემთხვევაში დაბრუნდებოდნენ სამოთხეში, თუ სიკვდილს პირდაპირი ბრძანებით მიიღებდნენ, რადგან ულამაზეს ბაღში , უმშვენიერეს ქალებთან ნამყოფ მიმდევრებს ისე უნდოდათ კვლავ სამოთხეში დაბრუნება, რომ თავს იკლავდნენ სამუდამო ნეტარებისთვის.

საერთოდ საჰაბი მშვენიერი ფალსიფიკატორი იყო. მაგალითად თავის მიმდევრებში რწმენის გასამყარებლად ის მიმართავდა ერთ საინტერესო ხერხს: ციხე სიმაგრის ერთ-ერთ დარბაზში ქვის იატაკში ჩაღრმავება იყო , რომელზეც დიდ სპილენძის ჭურჭელს დებდნენ. ამ ჭურჭელს შუაში ხვრელი ჰქონდა და ქვევიდან შემძვრალი ადამიანი მასში თავს ადვილად ყოფდა, ისე , რომ მკვდრის მოკვეთილ თავს ჰგავდა. როდესაც ასასინები დარბაზში მოგროვდებოდნენ გამოდიოდა საბაჰი და „მაგიურ რიტუალს“ ატარებდა, რის შემდეგაც თავი ცოცხლდებოდა და სამოტხის შესახებ კითხვებს პასუხობდა. როდესაც შთაბეჭდილების ვეშ მყოფი ასასინები მიდიოდნენ, საბაჰის დამხნარეს თავს ჭრიდნენ და ციხეზე კიდებდნენ. ასევე საბაჰს ორეულებიც ჰყავდა, რომლებიც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფნი თავს იწვავდნენ და „ცაზე ადიოდნენ“, მაგრა გაოცებას იწვევდა მეორე დღეს საღ-სალამათი საბაჰის დანახვა. ერთ-ერთი ელჩის ვიზიტის დროს დემონსტრირების მიზნით საბაჰმა ხელის მხუბუქი მოძრაობა გააკეთა , რის შემდეგაც ორი მცველი იმწამსვე კლდიდან გადახტა.განსაკუთრებული მნიშვნელობა ეთმობოდა ასასინების კომუფლირებას, რადგან ასასინისთვის შენიღბვა მის ილეთებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. სურვილის შემთხვევაში მათ საოცრად შეეძლოთ გარეგნობის შეცვლა. ზოგჯერ მოხეტიალე ჯამბაზების ჯგუფს განასახიერებდნენ, ზოგჯერ ქრისტიან ბერებს, ექიმებს, ვაჭრებს და სხვ. ასასინები მტრის ბუნაგის გულში აღწევდნენ, რომ მსხვერპლი მოეკლათ.ასასინთა ამბები ისლამურ სამყაროსაც გაცდა და ბევრი ევროპელი მმართველი იხდიდა დადასახადს, რომ ასასინთა რისხვა არ დატეხოდა თავს. ამავდროულად ევროპაშიც ბევრი ასასინი მოქმედებდა. მათ იმდენად სწამდათ თავიანთი ორდენის, რომ არც კი იცოდნენ ვინ იყო დიადი მმარტველი და მას „მთის უხუცესად“ მოიხსენიებდნენ.ასასინები ბევრ ხერხს მიმართავდნენ, მაგრამ მიზნის მიღწევა ზოგჯერ არც თუ ისე მარტივი იყო, მაგალითად ერთიევროპელი დიდებული იმდენად დაცული და წინდახედული იყო, რომ უამრავი ცდის მიუხედავად ის ვერ მოკლეს. მაშინ საბაჰი დაფიქრდა და მიხვდა , რომ ამ დიდებულის ერთადერთი სუსტი წერტილი მისი რწმენაა. 2 ასასინი გაიგზავნა ევროპაში. ისინი მოინათვლნენ და 2 წლის განმავლობაში მკაცრად იცავდნენ ყველა ქრისტიანულ წესს. ლოცულობდნენ, მარხულობდნენ, და იცდიდნენ რომ ალაჰის ნება აესრულებინათ. ისინი იმდენად ხშირად იყვნენ ეკლესიაში, რომ ტაძრის ერთგვარ განუყოელ ნაწილად იქცნენ. დაცვა მათ არც კი აქცევდა ყურადღებას. ერთხელ წირვის შემდეგ ერთ ერთმა ასასინმა დიდებულთან ახლოს მისვლა შეძლო და იმავე წამს დანით დაჭრა, ჭრილობა მსუბუქი გამოდგა და დაცვამ დაიჭირა მკვლელი, ამავე დროს მეორე ასასინმა არეულობით ისრგებლა, მივარდა და დიდებულს ხანჯალი ტარამდე გულში ჩაარჭო.

 მთათა მოხუცს მემკვიდრე არ დარჩა, მის მაგივრად არჩეულებმა კი იმდენი ტალანტი ვეღარ გამოიჩინეს და ამიტომაც ჰაშიშინების გავლენა შედარებით შემცირდა, თუმცა სექტა კვლავ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა. მთელი ოთხი საუკუნის განმავლობაში ჰაშიშინები ინარჩუნებდნენ მნიშვნელოვან გავლენას და დამოუკიდებლობას. ციხესიმაგრე ალამუტმა 400 წლის განმავლობაში 300 მეტ შეტაკებას გაუძლო. ბოლოს ისევ შიგნიდან გატყდა. 1270 წელს იგი მონღოლებმა აიღეს, მათ მხარს მის აღებაში 500 ქართველი მებრძოლი მონაწილეობდა დავით ნარინის მეთაურობით. ალამუტის დაცემით ასასინთა ორდენმა დაკარგა მნიშვნელოვანი სამხედრო ერთეულის სტატუსი და მმართველ ხელისუფლებას დაექვემდებარა. ჰაშიშინები არ გადაშენებულან, ჰაშიშინების მიწისქვეშა სექტის და მსგავსი დაჯგუფებების შვილობილია ე.წ. „ალ ქაიდა“.

ტამპლიერები


ტამპლიერთა ორდენის შესახებ დღესაც მთელი ლეგენდები დადის. შემთხვევითი როდია, რომ ამ ორდენზე არაერთი ცნობილი მწერალი წერდა. უოლტერ სკოტმა ტამპლიერები თავის "აივენგოში" გამოიყვანა. უილიამ მაკ-გივერნის ერთ-ერთი ისტორიული დეტექტივი ტამპლიერთა ორდენს ეძღვნება. მსგავსი თემა ოსტატურადაა გაშუქებული სეიტე მაცუმოტოს რომანებში. ტამპლიერთა თავგადასავლებზე არაერთი ფილმია გადაღებული. 

სიტყვა "ტამპლიერი" ტაძარს ნიშნავს. ასე უწოდებდნენ რაინდებს, რომლებიც პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს იერუსალიმის მეფემ სოლომონ მეფის ტაძრის ნაცვლად აგებულ ციხე-კოშკში დაასახლა. შემდგომში ამ რაინდებმა სამხედრო-რელიგიური ორდენი დააარსეს. მათი მიზანი იყო სალოცავად მიმავალთა დაცვა. ორგანიზაციულად ეს 1118 წელს გაფორმდა. ამ ორდენის წევრებს "ტამპლიერები" ან "ტაძრის რაინდები" უწოდეს. ტამპლიერები მკაცრი დისციპლინითა და ასკეტიზმით გამოირჩეოდნენ. ყოველ შემთხვევაში, რეპუტაცია კარგა ხანს ასეთი ჰქონდათ. ორდენის წევრი ყველა რაინდი ბერობის აღქმას დებდა. ამიერიდან მას არა მხოლოდ ქორწინება ან ქალთან ურთიერთობა ეკრძალებოდა, არამედ ის უარს ამბობდა ყველა თავის ნათესავზე. ორდენის წევრს ასკეტური ცხოვრებით უნდა ეცხოვრა, მისი სამოსიც უბრალო უნდა ყოფილიყო. თუ სიკვდილისას ორდენის წევრს ჯიბეში ფულს ან ოქროს უპოვიდნენ, მას, სასაფლაოს ნაცვლად, განსაკუთრებულ განაპირა ადგილას მარხავდნენ, იქ, სადაც თვითმკვლელებს კრძალავდნენ ხოლმე. ტამპლიერებს გააჩნდათ თავისი დაზვერვა და კონტრდაზვერვა, საბრძოლო მომზადების სკოლა. ბრძოლისას ისინი არნახული სიმამაცით გამოირჩეოდნენ... ორდენის სტრუქტურა მარტივი იყო: რაინდები, მღვდლები და სერჟანტები. ამ უკანასკნელთა რიცხვში შედიოდნენ საჭურველმტვირთველები, მოსამსახურენი, ჯარისკაცები. რაინდად კურთხევის უფლება მხოლოდ დიდგვაროვნებს ჰქონდათ. სერჟანტებად კი შეიძლებოდა მდიდარი ქალაქელებიც ყოფილიყვნენ. ტამპლიერები ჯვაროსნულ ომებში აქტიურად მონაწილეობდნენ, რაც ორდენის გამდიდრების ძირითადი წყარო გახდა. 



- ტამპლიერებმა ამ დროს ხელთ დიდძალი ნადავლი ჩაიგდეს, - წერს დიდი პოლონელი მწერალი ჰენრიკ სენკევიჩი, - ეს ორდენის გამდიდრების ძირითადი წყარო გახდა. მეორე წყაროს კი, შემოწირულობები წარმოადგენდა. მეფეები, პრინცები, ჰერცოგები ორდენს ხალისით უწყალობებდნენ ფულს, ოქროს, მთელ სოფლებსაც კი. შედეგად, ორდენი გადაიქცა მძლავრ ორგანიზებულ სტრუქტურად, რომელიც შუა საუკუნეების ევროპაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ტამპლიერთა ეროვნული შემადგენლობა ჭრელი იყო. თავდაპირველად, იქ მხოლოდ ფრანგები შედიოდნენ. შემდგომში, როცა ორდენი გაძლიერდა, მან გაიჩინა ფილიალები ინგლისში, გერმანიაში, იტალიაში. მის წევრთა შორის გაჩნდნენ ინგლისელები, გერმანელები, იტალიელები. 

- ფულმა და ძალაუფლებამ ტამპლიერებს ცუდი სამსახური გაუწია, - წერს სენკიევიჩი, - თუ თავდაპირველად ორდენი მართლაც ასკეტური და რელიგიური ცხოვრებით ცხოვრობდა, შემდგომში ეს ასე აღარ იყო. ოფიციალურად ორდენის პრინციპები არ შეცვლილა, თუმცა, გაჩნდა განსხვავება რეალურ ცხოვრებასა და ოფიციალურ დებულებას შორის. გაჩნდა ფული და ორდენის წევრებმა ფუფუნებით დაიწყეს ცხოვრება, აიშენეს მდიდრული ციხე-კოშკები, ჰყავდათ უამრავი საყვარელი, სვამდნენ ღვინოს და ცხოვრების ყველა სიკეთით ტკბებოდნენ. ფეოდალ-ტამპლიერები აუპატიურებდნენ გლეხის გოგონებს. მეტიც, ისინი აიძულებდნენ მათ საკუთრებაში მყოფ გლეხებს, კუთვნილ გადასახადთან ერთად, მათთვის გასართობად ცოლები, დები თუ სხვა ახლობლები მიეცათ. ვინც არ დაემორჩილებოდა, მათ "ტაძრის რაინდები" უსასტიკესად სჯიდნენ. კანონით ასეთი საქციელი აკრძალული იყო, თუმცა, ტამპლიერები უკვე არავითარ კანონს აღარ სცნობდნენ, - წერს დიდი ესპანელი დრამატურგი ლოპე დე ვეგა, ავტორი უკვდავი პიესისა "ფუენტე ოვეხუნა". ამავე დროს, ტამპლიერებმა ურთიერთთანადგომა შეინარჩუნეს. ორდენის ერთ წევრზე თავდასხმა მთელ ორდენზე თავდასხმას ნიშნავდა, ამ შემთხვევაში ყველა წევრი, როგორც ერთი ადამიანი, იარაღით ხელში გამოდიოდა. ამრიგად, ფორმალურად ასკეტური ორდენი, ფაქტიურად სამხედრო კასტად გადაიქცა, რომელიც ომობდა, ძარცვავდა, შემდეგ ამ ნაძარცვს იყოფდა და ცხოვრების ყველა სიკეთით ტკბებოდა. სანამ ჯვაროსნული ომები მიმდინარეობდა, ტამპლიერთა არსებობა გამართლებული იყო, რადგან ორდენი ამ ომებში აქტიურად მონაწილეობდა. როგორც ცნობილია, იერუსალიმის გამოხსნის მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. ხანგრძლივ სისხლისმღვრელ ბრძოლებში სასწორი ბოლოსდაბოლოს მუსულმანთა მხარეს გადაიხარა. ევროპელმა მონარქებმაც გადაწყვიტეს, რომ ჯვაროსნულ ლაშქრობებზე უარი ეთქვათ. ასეთ ვითარებაში ტამპლიერთა ორდენის დიდმა მაგისტრმა ჟაკ დე მოლემ გადაწყვიტა, იერუსალიმზე ლაშქრობა დამოუკიდებლად მოეწყო. მიუხედავად მის ხელთ არსებული მწირი ძალებისა, დე მოლემ 1299 წელს იერუსალიმზე შტურმი განახორციელა და ამ ქალაქის აღება შეძლო, მაგრამ მისი შენარჩუნება ვეღარ მოახერხა. ხანგრძლივი, მომქანცველი ბრძოლების შემდეგ, ტამპლიერები იძულებულნი გახდნენ, იერუსალიმი დაეტოვებინათ. მალე მუსულმანთა არმიამ იერიშით აიღო ქალაქი აკრი, სადაც ტამპლიერთა ორდენის ცენტრი იყო განთავსებული. 



ტამპლიერები უკვე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ევროპისთვის, მონარქებმა გადაწყვიტეს გაეუქმებინათ ეს ორდენი, მათ მხარს პაპიც უჭერდა. 1307 წლის 13 ოქტომბერს ორდენის თითქმის ყველა წევრი დააპატიმრეს. ხოლო 1310 წელს ორდენის მაგისტრი ჯაკ დე მოლი და მისი თანამოძმეები კოცონზე დაწვეს. შემეგ 2 წელში ორდენი საერთოდ გაუქმდა.
მეფემ და რომის პაპმა რომ სცადეს მათი მოსპობა და თვით მაგისტრიც დასაჯეს სიკვდილით, რატომ არ წაიშალნენ ისტორიიდან ამ საიდუმლო ორდენის წარმომადგენლები? ისინი ისტორიიდან არ გამქრალან, რადგან მათი წითელი ჯვრები მალტის ორდენის რაინდთა ფარებზე ალაპლაპდნენ, ხოლო შემდეგ ამერიკაში ამოყო თავი, ამას კი ის მოყვა, რასაც არავინ ელოდა და იქ ერთი მძლავრი და ძალიან მდიდარი სახელმწიფო წამოიმართა. იქნებ ამ ქვეყნის სიმდიდრის უკანაც ტამპლიერთა ან მათი მემკვიდრე როზენკრეიცერი ბანკირები იდგნენ, რომელთაც ევროპაში პირველებმა შემოიტანეს ეს საქმიანობა. სიმართლე ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ლეგენდები და მითები მათზე მთელს მსოფლიოში დადისტამპლიერთა ისტორიის ცნობილი მკვლევარი, მაიკლ ჰააგი წერს: მათმა სწრაფმა და იდუმალმა გაქრობამ გამოიწვია უსაზღვრო ინტერესი. ზოგიერთი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ მათი აღმოცენება აღმოსავლეთში გნოსტიციზმს, ძველ ოკულტურ მოძღვრებას უკავშირდება, რომელიც სოლომონის ტაძრის საიდუმლოზეა დაფუძნებული. რა აღმოაჩინეს იქ ტამპლიერებმა? იქნებ წმინდა გრაალი, აღთქმის კიდობანი ან რაიმე უძველესი იუდაისტური რელიქვია? ქრისტეს ცხოვრების საიდუმლოება? როდესაც ტამპლიერებმა დაკარგეს ფუნქცია აღმოსავლეთში, ამას მალე მოჰყვა მათი დაშლა 1307 წელს, შინონში. ისინი ამხილეს ათას სისაძაგლეში, როგორიც იყო ერესი, ბაფომეტის თაყვანისცემა და .. ორდენის წევრები სიკვდილით დასაჯეს, მაგისტრი კოცონზე დაწვეს, თუმცა თითქმის რვაასი წელიწადი გავიდა და 2007 წელს ვატიკანმა გამოაქვეყნა დებულება, რომლის მიხედვითაც ტამპლიერთა უდანაშაულობა გამოცხადდა. არსებობენ ფაქტები იმის შესახებ, რომ მასონები ტამპლიერების მემკვიდრეები არიან, თუმცა ეს ყველაფერი ღრმად არის გასაიდუმლოებული. 




მასონები



მასონური მოძრაობის ზუსტი წარმომავლობა და მათი თავდაპირველი სახე დღემდე დავის საგნად
 რჩებაამის ერთ მიზეზად ისიც  შეიძლება ჩაითვალოსრომ დროთა განმავლობაში მასონობამ 
მნიშვნელოვა ცვლილებები განიცადა და ყველა სავარაუდო საწყისს დაშორდა იდეოლოგიურად
ან სულაც არ გააჩნდა ისინი. „თავისუფალი მასონობა“ (Freemasonry) ზუსტად ნიშნავს ქვისმთლელს.  ის ძმობაზე და სამსახურზე დამყარებული ორგანიზაციაა რომელიც XVII საუკუნეში მოევლინა მსოფლიოს. როგორც სხვა ორდენების მსგავსად მასონებიც დახურულ სისტემას მიეკუთვნებიან, გააჩნიათ საკუთარი სიმბოლოები და რიტუალები, რომლებიც ნაწილობრივ გადმოღებული აქვთ ქრისტიანობიდან. მასონური    ეთიკა და ფიილოსოფია  აგებულია მონოთეისტურ   შეხედულებებზე. მათი ერთ-ერთი ფუძემდებლური იდეალია უზენაესი არსების   რწმენათავისუფალი მასონები სიმბოლოებად იყენებენ ქვისმთლელების იარაღებსა და 
 ხელსაწყოებს. სოლომონის ტაძრის მშენებლობის ალეგორიული სიმბოლოს   წინააღმდეგმასონური იერარქია თავის წევრებს მოუწოდებს იღვაწონ კაცობრიობის „პროგრესისათვის“, თუმცა დაიტოვონ თავიანთი შეხედულება ამ სიტყვებზე.

როგორც ყველა გასაიდუმოებული ორგანიზაცია ასევე მასონებიც შედგებიან ეკზოთერიული (გარეხილულიდა ეზოთერიული (შიდაუხილავიორგანიზაციებისგანცისფერი ლოჟა შედგება სამიყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომი მასონთა წოდებისაგანცისფერ ლოჟას მიეკუთვნება მასონთა 80 პროცენტიისინი თავიანთ ლოჯაში ხედავენ სოლომონის ტაძრის შავ-თეთრ ჭადრაკოვან იატაკსბიბლიას რომელზე   ფარგალი მართკუთხა დევს და   აგრეთვე G`, რომელიც თითქოს geologia-ად იშიფრება.მხოლოდ იშვითთა და რჩეულთა   ხვედრია 32 საფეხურის მასონობამდე დაწინაურება – შოტლანდიური რიტუალური   ხელდასმითთუ   პიროვნება სრულიად საიმედოაიორკის რიტუალური   ხელდასმითთუ   პიროვნება ნამდვილი   ქრისტიანიახელდასმულმა პიროვნებამ უნდა მიიღოს ქრისტეს   რწმენის საწიინააღმდეგო სამყაროს ხედვარომელიც წარმოადგენს უძველეს კერპთაყვანისმცემულ
 რიტუალისტიკას და ლუციფერის გაღმერთებასქრისტიანებისა და იუდევლების ღმერთი Adonay
 ბოროტებაალუციფერი – სინათლის მომფენი – სიკეთეა. ძმობა ადმინისტრაციულად დაყოფილია "დიდ ლოჟებად" (ან ზოგჯერ ორიენტებად). თითოეულ დიდ ლოჟას საკუთარი იურისდიქცია გააჩნია და   მოიცავს დაქვემდებარებულ   ლოჟებსდიდი ლოჟები ერთმანეთს აღიარებენ მასონური სასაზღვრო   ნიშნებისა და რეგულარული მასონური იურისდიქციის რიტუალითარსებობენასევეცალკეული 
ორგანიზაციებირომლებიც დაკავშირებული არიან მასონთა ძირითად პალატასთანმაგრამ დამოუკიდებელი მმართველობა გააჩნიათეს ლოჟები და ორგანიზაციები გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ 
 ცხოვრებაზე და ატარებენ თავიანთ შეხედულებებსა და მიზნებს სხვადასხვა გზითთუმცა მათ ქმედებებს მოწინააღმდეგეებიც ჰყავთდიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმარგარეტ ტეტჩერის აზრითევროკავშირში გაერთიანებას მისი  ქვეყნისთვის სიკეთე არ მოუტანიამისთვის მიუღებელია მასონური   პრინციპები  მსოფლიო ინტეგრაციის,   ერების გაერთიანების   შესახებრომლითაცმისივე აზრით,  ევროკავშირი     ხელმძღვანელობს.


მასონური ორგანიზაციების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ როგორც ქრისტიანულ ასევე მუსლიმურ რელიგიასაც. ბულკაკოვის ერთ-ერთ წიგნში მოსკოვის პატრიარქის მიერნათქვამია: „მასონთა მთავარი მიზანია რელიგიისა და განსაკუთრებით ქრისტიანობის  განადგურება  მთელს კაცობრიობაში და გაუქმება ყველა ქრისტიანული დაწესებულებისამის მიხედვით ისინი ცდილობენ კიდეც გააუფერულონ ქრისტიანებიდაუჭირონ მხარი ფილოსოფოსებსმოაზროვნეებს და მწერლებსრომლებიც ძირს უთხრიან ქრისტიანობასაქეზებენ ხალხთა უკმაყოფილებას მთავრობების წინააღმდეგმხარს უჭერენ ყოველგვარ პოლიტიკურ უწესრიგობას და რევოლუციებს.“ სხვადასხვა ქვეყნის მკლევარების წიგნებში აღნიშნულია, რომ მასონები მიისწრაფვიან მსოფლიო ბატონობისკენ. ამ კრიტიკას გამოეხმაურა, საფრანგეთის დიდი ლოჟის მაგისტრი ფრანსუა სტიფანი, რომელმაც ასეთი ინტერვიუ გააკეთა. „ჩემთვის გაუგებარიარა შუაშია აქ მსოფლიო ძალაუფლება, ფულისკენ მისწრაფება ან მექრთამეობა.როდესაც ეკლესიის წარმომადგენელი კანონს არღვევსარ სჯიან მთელ ეკლესიასასევე არ შეიძლებაკონკრეტული მასონის დანაშაული მთელ დაწესებულებას გადავაბრალოთ“.
დღევანდელი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მასონური მოძრაობა ოფიციალური ორგანიზაციის სახითაა დარეგისტრირებულითუმცა გარკვეული წყაროების მიხედვით არსებობდნენ და არსებობენ ახლაც საიდუმლო მასონური ორგანიზაციები ძირითადად იმ ქვეყნებშისადაც მათი გავრცელებისთვის არასათანადო გარემოპირობებიადემოკრატიული ქვეყნების უმეტესობაში ისინი დარეგისტრირებულები არიანგააჩნიათ თავიანთი რეზიდენციები და სასახლეები.


მასონურ ორდენში გაწევრიანების მსურველი უნუ კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგს:                                             
1.   21 წლის მაინც
2.   არ იყოს ნასამართლევი
3.   არ გააჩნდეს ვალები
4.   იყოს ღირსეული და მის ცხოვრებაში არ იყოს არა ღირსეული საქციელი
5.   სჯეროდეს შემქმნელისღმერთის
6.   მამაკაცი
7.   გააჩნდეს გარკვეული შემოსავალი
8.   გააჩნდეს საკუთარი სურვილიანუ მხოლოდ საკუთარი სურვილით მიიღოს გადაწყვეტილება
9.   იყოს ჯენტლმენი.

ტექნიკურად საჭიროა მას რეკომენდაცია გაუწიოს საძმოს ერთმა წევრმა მაინცთუ იგი არავის იცნობს მაშინ შეუძლია მიმართოს ლოჟის მდივანს ოფიციალური წერილითმას გაესაბუბრება რამდენიმე ძმა და შემდგომ შესაძლოა ლოჟის სხვა წევრებიც.მას შემდგომ რაც კანდიდატი გაივლის გასაუბრებასმის შესახებ დადგება საკითხი კენჭისყრაზეთუ ერთი ლოჟის წევრი მაინც ჩააგდებს ფარული კენჭისყრის დროს შავ ქვას ტომარაშიკანდიდატი ლოჟის წევრი ვეღარ გახდება.კენჭისყრის შემდგომდადებითი პასუხის შემთხვევაშიკანდიდატს უკავშირდება მენტორი და უკვე მასთან ერთად აგვარებს გარკვეულ ტექნიკურ ნიუანსებს.მასონებს უკავშირებენ მსოფლიოში მომხდარ ყველაზე დიდ მოვლენებს. მათ მიერ შობილი საფრაგეთისა და რუსეთის რევოლუციები განსაკუთრებით სისხლიანები იყორადგან მათი რეალიზაციის დროს მიმდინარეობდა ვითომდა ლუციფერის თაყვანისცემა. ილუმინატების მსგავსად მასონთა ზოგადი მიზანია ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება მთელ მსოფლიოში ერთი მიმოქცევის საშუალებითა და ხალხებს შორის განსხვავების წაშლითმასონთა შეთქმულების თეორეტიკოსები ამტკიცებენრომ მასონთა გავლენა გავრცელდება საქველმოქმედომშვიდობის დამცველისამართალდამცავი და სხვა ორგანიზაციების საშუალებითყველაზე გავრცელებულ მაგალითად
 ითვლება ჯორჯ სოროსის ფონდი   „კულტურული ინიციატივა“, რომელსაც უკავშირებენ თავისუფალ მასონებს. აქტუალურია ისიც, რომ წამყვანი ქვეყნების (ექს)პრეზიდენტები მასონები არიან.