Tuesday, June 3, 2014

ჩემი შეხედულებები

 როცა წიგნის კითხვას ვიწყებ, ჯერ ბოლო გვერდს ვკითხულობ და შემდეგ ვშლი პირველ გვერდს. ალბათ ეს მოვლენებზე წინ გასწრების ინსტიქტია; ხო, ალბათ ))) ამ შემთხვევაში, გამიხარდება თუ თქვენ მოვლენებზე წინ გასწრების ინსტიქტი არ შეგაწუხებთ და ბლოგის კითხვას "ჩემი შეხედულებებიდან" არ დაიწყებთ. დამიჯერეთ ამით თქვენი აზრის დისკრიმინაციას მოახდენთ.
   მოდით დავიწყებ იქედან, თუ რისთვის არის ეს ბლოგი ან რა დატვირთვა აქვს მას. პირველ რიგში მინდა გაცნობოთ, რომ მას არანაირი PR დატვირთვა არ გააჩნია, საძაგლობა იქნებოდა ამის დაპიარება! საძაგლობაა როცა ვინმეს ტვინში გინდა ჩატენო სხვა საძაგლობა. არც იმისთვის გავაკეთე ეს პოსტი, რახან ასე აქტუალურია ორდენოფობიურ საზოგადოებაში. უბრალოდ მინდა გავაზიარო ის ინფორმაცია რაც გამაჩნია ორდენების შესახებ, იმედია ვინმემ ახსნა უპოვოს მას, ან უბრალოდ წაიკითხოს და დაიკიდოს.
      ჩემი შეხედულებები ორდენების მიმართ თითქმის ერთ ფაზაში მდგომარეობს. რახან ბლოგს ვაკეთებ იმას კი არ ნიშნავ, რომ მეც ორდენის ქვეშ ვგრილდები ანდაც მხიბლავდეს ეს ყველაფერი. მიმაჩნია, რომ ადამიანთა მიერ გადაგმული ყოველი ნაბიჯი, რომელიც არღვევს სხვისი თავისუფლების საზღვრებს, რომელიც იწვევს გონებრივ გამოთაყვანებას,აზრთა გლობალიზაციას, ძალადობას, ძალაუფლებას, "ღორივით გასქელებას",  არასდროს იქნება მისაღები ჩემთვის! პოსტებში კარგად იკვეთება, თუ რის გამო ცდილობდნენ ორდენის წევრები მსოფლიო ბატონობას. ფული, სიმდიდრე, ოქრო, ვერცხლი, მონად ქცეული კაცობრიობა, ზომბად ქცეული ეროვნებები, ეს იყო ის ყველაფერი რაც მათ ასე სურდათ და სურთ. ---ალბათ! 
       ფული! აი, ყველაზე დიდი სიბინძურე კაცობრიობის ისტორიაში. აშტერებს ადამიანს, უბილწავს სულს და შიგ სახეში აფურთხებს. გავიხსენოთ ტამპლიერები. მათ ჰქონდათ სისტემა რითიც ფულს ატრიალებდნენ,მეფეს კი ტამპლიერების ვალი. როგორ ფიქრობთ სურდა მონარქს ყოფილიყო რაინდებზე დამოკიდებული?ემეფა იმ სამეფოში სადაც რაინდს უფრო მეტ პატივს სცემდნენ და ძალაც უფრო მეტი ჰქონდა,ფულიც რათქამუნდა ვიდრე თვით მონარქს? ამიტომაც გაუშვა მიწისქვეშეთში. 
   მასონები და ილუმინატები ახლი მსოფლიო წესრიგის მოწყობას ცდილობენ. გამოზრდიან ალბათ პირუტყვ ემბრიონებს, ადამიანებს დააფანატებენ... და წავიდა საძმო ფართი. 
  რაც შეეხება ასასინებს, საბაჰით აღფრთოვანებული ვარ, თუმცა მაინც არ მიმაჩნია გამართლებულად თავისი შექმნილი ორდენი. შეიძლება ითქვას, რომ წურბელებისგან ათავისუფლებდა ხალხსო, მაგრამ მაინც ძალადობაა, რომელიც ისევ ძალადობას წარმოშობს.
   ჰეი, ადამიანებო, ტვალები გავახილოთ, ყურები გამოვიბერტყოთ. არ მისცეთ უფლება  თქვენზე იბატონონ, ნუღარ დაიდგამტ მონობის უღელს, ნუ გაფანატდებით. ისე გაფანატებას რაც შეეხება, ამ ბოლო დროს ქრისტიანული ეკლესიაც აფანატებს ადამიანებს და ნეტა რაშია საქმე?! ქრისტიანული სარწმუნოება, წესით ყველაზე ჰუმანურია მთელს გალაქტიკაში, მაგრამ, რატომღაც ჩვენში აგრესიით ჩაანაცვლა ხალხმა.

P.S. ისე ბევრი ვიფიქრე დასმულ შეკითხვაზე და მაინც ვერაფერი გავიგე, ვერ გავიგე რატო უნდა მომწონდეს  ჩარლზ მენსონი?!
   
   
  
  

1 comment:

  1. კაცობრიობის ისტორიაში ცნობილია ბევრი ფაქტი და მოვლენა იმის შესახებ როგორ ცდილობდნენ ესა თუ ის ერები და ზოგიერთ შემთხვევაში "დაჯგუფებები" (დაჯგუფებებში იგულისხმებიან აქვე მოხსენიებული ტამპლიერები, ასასინები, მასონები, ილუმინატები) თავიანთი გავლენის დამყარებას სხვა მიწებზე და ხალხზე. ალექსანდრე მაკედონელი, რომის იმპერია, მონღოლები, თემურ ლენგი, შაჰ აბასი, ნაპოლეონი; მეფის რუსეთი, ბრიტანეთი,- ესპანეთი,- პორტუგალია და მათი კოლონიები. ყველა ამ ქვეყანამ და ორდენმა მიაღწიეს დასახულ მიზანს, თუმცა მხედართმთავრის (მაკედონელი, შაჰ აბასი, თემურ ლენგი, ჰასან საბაჰი) გარდაცვალების შემდეგ მიღწეული პროგრესი ნელნელა იკარგებოდა, ისევე როგორც პოზიციებს კარგავდნენ ქვეყნები მათ მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე. ისტორიაა იმის არქივი და მასწავლებელი როგორ კარგავდა ძალაუფლებას სხვაზე გაბატონებული ერი თუ ორდენი. ყველა დროში ყველა ერმა იცოდა ვინ იყო მისი "დამპყრობელი და მტერი" და დროთა განმავლობაში თავისუფლდებოდა მისი "ფიზიკური" მმართველობისგან. დღესდღეობით მოქმედმა (თუ მართლა რომელიმე მათგანი რეალურად არსებობს) ორდენმა (ორდენებმა) ისწავლეს ისტორიული გაკვეთილები და მოქმედებენ ფარულად და მოქმედებენ არა "ფიზიკურად" არამედ იდეოლოგიურად. და როცა არ იცი ვინაა შენი მტერი, შენი დამპყრობელი, არ იცი ვის ებრძოლო, არ იცი სად ებრძოლო და როგორ, არ იცი საერთოდ არსებობს თუ არა შენი მტერი და აქ უკვე უსუსური ხარ ყველაფრის მიმართ, შესაბამისად არ იცი როგორ გაითავისუფლო თავი მისი მმართველობისგან და რჩები მუდმივად მისი გავლენის ქვეშ. რაც შეეხება შენს კითხვას ავტორო არსებობენ თუ არა რეალურად ილუმინატები, ჩემი სუბიექტური პასუხია კი!!! თუმცა არის ორი მომენტი: 1. ილუმინატები სხვა ორდენია და ტამპლილერების შთამომავლები სხვა ორდენი; და 2. ილუმინატები "ახალი ტამპლიერები" არიან ან სწორი მსოფლხედვით ან ისეთივე მიკერძოებული ხედვით როგორც მასონები. ილუმინატი რო ვიყო გეტყოდი ჩვენს ხედვას. მარა ალბათ მაინც არ გეტყოდი, მაშინ დავამტკიცებდი ჩვენს არსებობას. რას გაიგებ ამდენ ხალხში :)
    P.S. საინტერესო სტატია და მსჯელობა გამოვიდა. მადლობა

    ReplyDelete