Tuesday, June 3, 2014

ილუმინატები

დღეს საზოგადოებისთვის აქტუალურ თემად იქცა მასონები, ილუმინატები, დაჩიპული ID_ები,  მოლაპარაკე რობოტები, კლონები, აპოკალიფსები, რეალური და ზღაპრული წარმოსახვები. გავრცელდა ხმები, რომ ვითომ სამყაროს მასონები და ილუმინატები დაეპატრონენ, წამყვანი ქვეყნების  ლიდერებიც მათ ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან და სხვა მრავალი ბლა-ბლა-ბლა. )))))) დღეს ამ ბლოგში წარმოგიდგენთ თემას ილუმინატებზე. არსებობენ თუ არა ისინი? ვინ მართავთ მათ? და საერთოდ რას ან ვის წარმოადგენს ილუმინატი? იმისთვის , რომ ამ ყველაფერში ცოტათი მაინც გავერკვიოთ მოდით გადავხედოთ ისტორიას, თუ როდის მოევლინენ სამყაროს ისინი.
(აშშ_ს სახელმწიფო ბეჭედი. „ Annuit Coeptis“- ის ჩვენ გვმფარველობს ასევე დროა დაიწყოსNovos Ordo Seclorum- ახალი მსოფლიო წესრიგი. წარწერა პირამიდის საფუძველში-MDCCLXXVI რაც რომაული ნუმეროლოგიის გამოყენებით ნიშნავს 1776 წელს, ამერიკის დეკლარაციის  მიღების თარიღს, ან „ბავარიელი ილუმინატების“ დაარსების თარიღს.)

  ილუმინატების ორდენი გახლავთ  საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც 1776 წლის 1- მაისს დაარსდა გერმანელი პროფესორის ადამ ვაისჰაუპტის მიერ და 5 წევრისგან შედგებოდა. სიტყვა ილუმინატი ლათინური სიტყვაა ( illuminati) რაც განათლებულს ნიშნავს. დღესდღეობითაღნიშნული ტერმინი ხშირად გამოიყენება "შეთქმულების თეორიაში", რომლის მიზანსაც წარმოადგენს არსებული მსოფლიო წყობის შეცვლა და  ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება.  ბავარიელი ილუმინატების დამაარსებელი პროფესორი ვაისჰაუპტი იმედოვნებდარომ შეძლებდა  მასონური ტრადიციების საფუძველზე ჩამოეყალიბებინა საკუთარი ფარული ორგანიზაციათუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალარადგან მასონური „საიდუმლოებანი“ სერიოზულ შინაარს მოკლებულად მიიჩნიავაისჰაუპტს მიაჩნდარომ ადამიანი თავისი ბუნებით არ წარმოადგენდა ბოროტებას — უარყოფითად მასზე მოქმედებდა გარესამყაროკერძოდ კი სახელმწიფო და რელიგიაშესაბამისადთუკი ადამიანი შეძლებს აღნიშნულ სოციალურ ინსტიტუტთა ზემოქმედებისაგან გათავისუფლებასა და საკუთარი ცხოვრების საღი გონებით წარმართვასზნეობრივი პრობლემები აღარ იარსებებენილუმინატების მთავარ მიზნად გამოცხადებული იყო კაცობრიობის ცნობიერების ამაღლება და მისი სრულყოფა „ახალი იერუსალიმის მშენებლობის“ გზით. ილუმინატების მთავარ იარაღს, მათი განათლება წარმოადგენდა, "წიგნის ჭია", სწორედ ასე მოიხსენიებდნენ ვაისჰაუპტს.  XVII საუკუნის მიწურლს რომის პაპმა ილუმინატები კათოლიკური ეკლესიის მტრად გამოაცხადა და გასაამართლა.  ილუმინატობა უკვე საშინელ დანაშაულად მიიჩნიეოდა და სიკვდილით ისჯებოდა. პირველი რითაც ილუმინატებს ებრძოდნენ ის იყო, რომ უნადგურებდნენ მათ ხელთ არსებულ ყველა ლიტერატურას.  რამოდენიმე დაპატიმრებისა და დარბევის შემდგომორდენმა დაკარგა საკუთარ სიძლიერე და დაიშალათუმცა მტკიცებულება იმისარომ ორდენი სრულად გაუქმდა და  წავიდა მიწისქვეშეთში არ მოიპოვება.

თავდაპირველად ორდენის სტრუქტურა 3 საფეხურს მოიცავდა, -მორჩილი, მინერვალი, განათლებული მინერვალი. შემდეგ კი, როცა მათი რაოდენობა გაიზარდა, სტრუქტურა შეიცვალა და მიემსგავსა იეზუტთა ორდენს. საზოგადოების ბირთვს წარმოადგენდა არეოპაგი, (არეოპაგი-ძალაუფლების ორგანო, „არესის ბორცვი“ ათენში, სადაც გასამართლდა არესი რომელმაც პოსეიდონის შვილი მოკლა.არეოპაგის ძირითადი ფუნქცია კანონების შესრულებაზე თვალყურის დევნა იყოასევე მის ფუნქციაში შედიოდა სასამართლო გარჩევები იმ საქმეებისა სადაც ჩადენილი იყო მკვლელობა). ასე, რომ სიტყვა არეოპაგი ილუმინატთა მმართველობის საქმიანობისკენ მიუთითებს.
  • Areopagites
  • Illuminatus dirigens
  • Illuminatus major
  • Illuminatus minor
  • Insinuat
  • Minervals   (ილუმინატების "იერარქიული პირამიდა") 

ილუმინატებს ბევრი მასონებთან აიგივებს თუმცა ეს არასწორიარადგან მათ შორის არც 
თუ ისე უმნიშვნელო იდეოლოგიური განსხვავებებიაასეა თუ ისე ხალხს მათზე 
ისეთივე უარყოფითი წარმოდგენა აქვსროგორც მასონებსა და სხვა მსგავს მოძრაობასა თუ ორგანიზაციებზე.  ილუმინატების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმბოლოა Annuit cœptis-ამერიკული 1 დოლარიანის უკანა მხარეს გამოსახული ეგვიპტური პირამიდა ჰოროსის თვალით
                   
                                                       

პირამიდის გამომხატველ სიმბოლიკებს  დაინახავთ პოპულარული მომღერლების ვიდეო კლიპებსა თუ კონცერტებზეცნობილი ადამიანების ფოტოებზემაღალი რანგის პოლიტიკოსთა შეხვედრებსა და ლონდონის ოლიმპიადაზეც კიგანხილვის საგანი გახდა ოლიმპიადის სტადიონი. შენობის ექსტერიერი დატვირთულია სამკუთხედის ფორმის კონსტრუქციებით, მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო განათების კონსტრუქციებია, რომლებიც მთელ სტადიონს აკრავს ირგვლივ.  პროჟექტორი სამკუთხედი ფორმისაა და მის ზედა ნაწილში(სამკუთხედის ზედა კუთხეში) განათებაა დამონტაჟებული. ანუ  კონსტრუქცია ზუსტად იმეორებს ილუმანტის სიმბოლოს–პირამიდას ჰოროსის თვალით.   კიდევ ერთი სიმბოლო- Olympic Mascots ანუ ოლიმპიური თილისმარომელებსაც მხოლოდ ერთი თვალი აქვთრაც სავარაუდოდ  დაკავშირებულია ასევე ჰოროსის თვალთან. 

                                               
(ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური სტადიონი)


                                                                                                                   (Olympic Mascots, უენლოკი და მანდევილი)

თვალი წარმოადგენს მთავარ ნიშანს ილუმინატებისთვის ,რიმელიც მსოფლიო ერთ-ერთი საცორების პირამიდის თავზეა , გაითვალისწინეთ რომ ცათამბრჯენებამდე პირამიდები ყველაზე მაღალი ნაგებობები იყო . ეს ”ლუციფერის თვალია” რომელსაც სჯეროდა , რომ შეეძლო დაენახა ყველაფერი რაც სამყაროში ხდებოდასწორედ ამ სიმბოლიკითაა ეს თვალი გამოყვანილი. როგორც უკვე აღვნიშნეთ ეს თვალი არის 1$ კუპიურაზე , რომელიც ძალიან დიდ მიმოქცევაშიაანუ ისინი ყველგან არიან და გვიყურებენ.  J J 
              
                                                                                     (1$)
როგორც ვიცით ილუმინატები არ ინტერესდებოდნენ ნებისმიერ ადამიანზე, ისინი თვითონ ირჩევდნენ სასურველ კანდიდატებს ხანგრძლივი თვალთვალის შემდეგ. ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობს იმის შესახებ, რომ ორდენმა ბევრ ცნობილ თუ არა ცნობილ ადამიანს გამოუტანა სასიკვდილი განაჩენი. არსებობს რაღაც ფაქტები იმის შესახებ, რომ ვითომდა კენედის ჯეროდა ილუმინატების არსებობს, მათ მართველობას მონობასთან აიგივებდა და აპირებდა მათ მხილებას. მაგრამ არ დასცალდა, ის მოკლეს.  ასევე არსებობს მითქმები თუფაქ შაკურზე, რომელზეც მისი ბოლო ალბომი მიუთითებს  "The Don Killuminati: The 7 Day Theory"სადაც შაკური ცუდად მოიხსენიებს შოუ ბიზნესის იმ წევრებს რომლებიც დღეს ილუმინატებად გვევლინებიან. ყვითელი პრესა წერდა, რომ შაკურიც თავიდან ილუმინატი იყო, ხოლო როცა ორდენის გეგმებში ბატონობა ამოიცნო,  მიატოვა „საძმო“ და მათი გამოაშკარავება გადაწყვიტა, ამიტომაც bang-bang, მოკლეს რა.  ალბომის ყდაზა შაკური ჯვარზე გაკრული წარმოგვიჩნდება.
                                                     
                                                          (The Don Killuminati: The 7 Day Theory)
აღსანიშნავია, რომ ილუმინატები არა მხოლოდ შოუბიზნესში არამედ პოლიტიკაშიც არიან. სხვადასხვა ქვეყნებში უკვე თამამად საუბრობენ იმაზე, რომ მათი ლიდერები ილუმინატები არიან. ილუმინატებზე არაერთი ფილმი და თამაშია შექმნილი. მაგალითად, ‘ლარა კროფტი’, ‘ანგელოზები და დემონები’,  თუ ვინმეს ვიდეო თამაში  CALL OF DUTY:BLACK OPS გაქვთ ნათამაშები დაინახავთ, რომ ერთ-ერთი გმირიედვარდ რიჰტჰოფენი ხდება ილუმინატების საზოგადოების წევრი.
                                              

                                                                    (Jay-Z)

                                                                                 (Beoynce)

                                                                                      (ფოტო ფილმიდან ლარა კროფტი)

                                                     (ფოტო ფილმიდან  ანგელოზები და დემონები)


 ვინ არიან ილუმინატების ხელმძღვანელები? ეს არავინ არ იცის, რადგან ისინი დაუფარავად არასოდეს არ ჩნდებიან.  ილუმინატები საზოგადოებისთვის დღესაც ამოუცნობ ობიექტებად რჩებიან. არსებობენ ისინი თუ არა?! ამაზე თქვენ მიპასუხეთ! J J


  მე პირადად ბავშვობიდან მიტაცებდა ორდენებზე ლიტერატურა, ეს იქნებოდა ტამპლიერები, ასასინები, რონინები, სამურაები, მასონები თუ ილუმინატები. ისინი ჩემთვის წარმოადგენდნენ როგორც მითებს, ვიდეო თამაშებში თუ ფილმებში. დღეს მე მიმამჩნია, რომ ილუმინატები, და სხვა განშტოებები, კარგად შეფუთული ბრენდია, რომელიც ადვილად იყიდება კინო ინდუსტრიაში და ხალხიც ადვილად იტაცებს. არსებობს თუ არა რეალურად ეს ყველაფერი?! ამას ალბათ დრო გვიჩვენებს.

                                                                                                      

                                                                                                                                            K.Beeson

2 comments:

  1. არსებობენ თუ არა რეალურად ილუმინატები? ალბათ კი და ვეცდები კიდეც დავასაბუთო ჩემი ხედვა ავტორის შეხედულებების გვერდზე.

    ReplyDelete
  2. 8 Casino: Slots & Live Dealer Games at Dr. Maryland
    제주 출장안마 casino › games › jackpot-slots-live 안양 출장마사지 › casino 안성 출장안마 › games › jackpot-slots-live This site uses cookies to ensure that you 구리 출장마사지 are playing at the best possible level. Accepts Players from all 충주 출장마사지 50 states, the US is not permitted to offer gambling in any

    ReplyDelete