Tuesday, June 3, 2014

ტამპლიერები


ტამპლიერთა ორდენის შესახებ დღესაც მთელი ლეგენდები დადის. შემთხვევითი როდია, რომ ამ ორდენზე არაერთი ცნობილი მწერალი წერდა. უოლტერ სკოტმა ტამპლიერები თავის "აივენგოში" გამოიყვანა. უილიამ მაკ-გივერნის ერთ-ერთი ისტორიული დეტექტივი ტამპლიერთა ორდენს ეძღვნება. მსგავსი თემა ოსტატურადაა გაშუქებული სეიტე მაცუმოტოს რომანებში. ტამპლიერთა თავგადასავლებზე არაერთი ფილმია გადაღებული. 

სიტყვა "ტამპლიერი" ტაძარს ნიშნავს. ასე უწოდებდნენ რაინდებს, რომლებიც პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს იერუსალიმის მეფემ სოლომონ მეფის ტაძრის ნაცვლად აგებულ ციხე-კოშკში დაასახლა. შემდგომში ამ რაინდებმა სამხედრო-რელიგიური ორდენი დააარსეს. მათი მიზანი იყო სალოცავად მიმავალთა დაცვა. ორგანიზაციულად ეს 1118 წელს გაფორმდა. ამ ორდენის წევრებს "ტამპლიერები" ან "ტაძრის რაინდები" უწოდეს. ტამპლიერები მკაცრი დისციპლინითა და ასკეტიზმით გამოირჩეოდნენ. ყოველ შემთხვევაში, რეპუტაცია კარგა ხანს ასეთი ჰქონდათ. ორდენის წევრი ყველა რაინდი ბერობის აღქმას დებდა. ამიერიდან მას არა მხოლოდ ქორწინება ან ქალთან ურთიერთობა ეკრძალებოდა, არამედ ის უარს ამბობდა ყველა თავის ნათესავზე. ორდენის წევრს ასკეტური ცხოვრებით უნდა ეცხოვრა, მისი სამოსიც უბრალო უნდა ყოფილიყო. თუ სიკვდილისას ორდენის წევრს ჯიბეში ფულს ან ოქროს უპოვიდნენ, მას, სასაფლაოს ნაცვლად, განსაკუთრებულ განაპირა ადგილას მარხავდნენ, იქ, სადაც თვითმკვლელებს კრძალავდნენ ხოლმე. ტამპლიერებს გააჩნდათ თავისი დაზვერვა და კონტრდაზვერვა, საბრძოლო მომზადების სკოლა. ბრძოლისას ისინი არნახული სიმამაცით გამოირჩეოდნენ... ორდენის სტრუქტურა მარტივი იყო: რაინდები, მღვდლები და სერჟანტები. ამ უკანასკნელთა რიცხვში შედიოდნენ საჭურველმტვირთველები, მოსამსახურენი, ჯარისკაცები. რაინდად კურთხევის უფლება მხოლოდ დიდგვაროვნებს ჰქონდათ. სერჟანტებად კი შეიძლებოდა მდიდარი ქალაქელებიც ყოფილიყვნენ. ტამპლიერები ჯვაროსნულ ომებში აქტიურად მონაწილეობდნენ, რაც ორდენის გამდიდრების ძირითადი წყარო გახდა. 



- ტამპლიერებმა ამ დროს ხელთ დიდძალი ნადავლი ჩაიგდეს, - წერს დიდი პოლონელი მწერალი ჰენრიკ სენკევიჩი, - ეს ორდენის გამდიდრების ძირითადი წყარო გახდა. მეორე წყაროს კი, შემოწირულობები წარმოადგენდა. მეფეები, პრინცები, ჰერცოგები ორდენს ხალისით უწყალობებდნენ ფულს, ოქროს, მთელ სოფლებსაც კი. შედეგად, ორდენი გადაიქცა მძლავრ ორგანიზებულ სტრუქტურად, რომელიც შუა საუკუნეების ევროპაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ტამპლიერთა ეროვნული შემადგენლობა ჭრელი იყო. თავდაპირველად, იქ მხოლოდ ფრანგები შედიოდნენ. შემდგომში, როცა ორდენი გაძლიერდა, მან გაიჩინა ფილიალები ინგლისში, გერმანიაში, იტალიაში. მის წევრთა შორის გაჩნდნენ ინგლისელები, გერმანელები, იტალიელები. 

- ფულმა და ძალაუფლებამ ტამპლიერებს ცუდი სამსახური გაუწია, - წერს სენკიევიჩი, - თუ თავდაპირველად ორდენი მართლაც ასკეტური და რელიგიური ცხოვრებით ცხოვრობდა, შემდგომში ეს ასე აღარ იყო. ოფიციალურად ორდენის პრინციპები არ შეცვლილა, თუმცა, გაჩნდა განსხვავება რეალურ ცხოვრებასა და ოფიციალურ დებულებას შორის. გაჩნდა ფული და ორდენის წევრებმა ფუფუნებით დაიწყეს ცხოვრება, აიშენეს მდიდრული ციხე-კოშკები, ჰყავდათ უამრავი საყვარელი, სვამდნენ ღვინოს და ცხოვრების ყველა სიკეთით ტკბებოდნენ. ფეოდალ-ტამპლიერები აუპატიურებდნენ გლეხის გოგონებს. მეტიც, ისინი აიძულებდნენ მათ საკუთრებაში მყოფ გლეხებს, კუთვნილ გადასახადთან ერთად, მათთვის გასართობად ცოლები, დები თუ სხვა ახლობლები მიეცათ. ვინც არ დაემორჩილებოდა, მათ "ტაძრის რაინდები" უსასტიკესად სჯიდნენ. კანონით ასეთი საქციელი აკრძალული იყო, თუმცა, ტამპლიერები უკვე არავითარ კანონს აღარ სცნობდნენ, - წერს დიდი ესპანელი დრამატურგი ლოპე დე ვეგა, ავტორი უკვდავი პიესისა "ფუენტე ოვეხუნა". ამავე დროს, ტამპლიერებმა ურთიერთთანადგომა შეინარჩუნეს. ორდენის ერთ წევრზე თავდასხმა მთელ ორდენზე თავდასხმას ნიშნავდა, ამ შემთხვევაში ყველა წევრი, როგორც ერთი ადამიანი, იარაღით ხელში გამოდიოდა. ამრიგად, ფორმალურად ასკეტური ორდენი, ფაქტიურად სამხედრო კასტად გადაიქცა, რომელიც ომობდა, ძარცვავდა, შემდეგ ამ ნაძარცვს იყოფდა და ცხოვრების ყველა სიკეთით ტკბებოდა. სანამ ჯვაროსნული ომები მიმდინარეობდა, ტამპლიერთა არსებობა გამართლებული იყო, რადგან ორდენი ამ ომებში აქტიურად მონაწილეობდა. როგორც ცნობილია, იერუსალიმის გამოხსნის მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. ხანგრძლივ სისხლისმღვრელ ბრძოლებში სასწორი ბოლოსდაბოლოს მუსულმანთა მხარეს გადაიხარა. ევროპელმა მონარქებმაც გადაწყვიტეს, რომ ჯვაროსნულ ლაშქრობებზე უარი ეთქვათ. ასეთ ვითარებაში ტამპლიერთა ორდენის დიდმა მაგისტრმა ჟაკ დე მოლემ გადაწყვიტა, იერუსალიმზე ლაშქრობა დამოუკიდებლად მოეწყო. მიუხედავად მის ხელთ არსებული მწირი ძალებისა, დე მოლემ 1299 წელს იერუსალიმზე შტურმი განახორციელა და ამ ქალაქის აღება შეძლო, მაგრამ მისი შენარჩუნება ვეღარ მოახერხა. ხანგრძლივი, მომქანცველი ბრძოლების შემდეგ, ტამპლიერები იძულებულნი გახდნენ, იერუსალიმი დაეტოვებინათ. მალე მუსულმანთა არმიამ იერიშით აიღო ქალაქი აკრი, სადაც ტამპლიერთა ორდენის ცენტრი იყო განთავსებული. 



ტამპლიერები უკვე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ევროპისთვის, მონარქებმა გადაწყვიტეს გაეუქმებინათ ეს ორდენი, მათ მხარს პაპიც უჭერდა. 1307 წლის 13 ოქტომბერს ორდენის თითქმის ყველა წევრი დააპატიმრეს. ხოლო 1310 წელს ორდენის მაგისტრი ჯაკ დე მოლი და მისი თანამოძმეები კოცონზე დაწვეს. შემეგ 2 წელში ორდენი საერთოდ გაუქმდა.
მეფემ და რომის პაპმა რომ სცადეს მათი მოსპობა და თვით მაგისტრიც დასაჯეს სიკვდილით, რატომ არ წაიშალნენ ისტორიიდან ამ საიდუმლო ორდენის წარმომადგენლები? ისინი ისტორიიდან არ გამქრალან, რადგან მათი წითელი ჯვრები მალტის ორდენის რაინდთა ფარებზე ალაპლაპდნენ, ხოლო შემდეგ ამერიკაში ამოყო თავი, ამას კი ის მოყვა, რასაც არავინ ელოდა და იქ ერთი მძლავრი და ძალიან მდიდარი სახელმწიფო წამოიმართა. იქნებ ამ ქვეყნის სიმდიდრის უკანაც ტამპლიერთა ან მათი მემკვიდრე როზენკრეიცერი ბანკირები იდგნენ, რომელთაც ევროპაში პირველებმა შემოიტანეს ეს საქმიანობა. სიმართლე ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ლეგენდები და მითები მათზე მთელს მსოფლიოში დადისტამპლიერთა ისტორიის ცნობილი მკვლევარი, მაიკლ ჰააგი წერს: მათმა სწრაფმა და იდუმალმა გაქრობამ გამოიწვია უსაზღვრო ინტერესი. ზოგიერთი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ მათი აღმოცენება აღმოსავლეთში გნოსტიციზმს, ძველ ოკულტურ მოძღვრებას უკავშირდება, რომელიც სოლომონის ტაძრის საიდუმლოზეა დაფუძნებული. რა აღმოაჩინეს იქ ტამპლიერებმა? იქნებ წმინდა გრაალი, აღთქმის კიდობანი ან რაიმე უძველესი იუდაისტური რელიქვია? ქრისტეს ცხოვრების საიდუმლოება? როდესაც ტამპლიერებმა დაკარგეს ფუნქცია აღმოსავლეთში, ამას მალე მოჰყვა მათი დაშლა 1307 წელს, შინონში. ისინი ამხილეს ათას სისაძაგლეში, როგორიც იყო ერესი, ბაფომეტის თაყვანისცემა და .. ორდენის წევრები სიკვდილით დასაჯეს, მაგისტრი კოცონზე დაწვეს, თუმცა თითქმის რვაასი წელიწადი გავიდა და 2007 წელს ვატიკანმა გამოაქვეყნა დებულება, რომლის მიხედვითაც ტამპლიერთა უდანაშაულობა გამოცხადდა. არსებობენ ფაქტები იმის შესახებ, რომ მასონები ტამპლიერების მემკვიდრეები არიან, თუმცა ეს ყველაფერი ღრმად არის გასაიდუმლოებული. 




1 comment:

  1. ტამპლიერები - სამხედრო-რელიგიური ორდენი, რომელიც შეიქმნა "კეთილშობილურ" საწყისებზე და არ ისახავდა მიზნად ფულისა და ძალაუფლების მოხვეჭას. თუმცა დროთა განმავლობაში სხვადასხვა ფაქტორების გამო, დაუგროვდათ დიდძალი ქონება, რამაც შეცვალა მათი თავდაპირველი კრედო და გადაუხვიეს იმ გზას, წესდებას და ცხოვრების სტილს, რომელზეც აღმოცენდა ტამპლიერთა ორდენი. დიდძალი ძალაუფლებისა და ქონების გამო "გადაიქცა" საფრთხის შემცველ დამოუკიდებელ სამხედრო სტრუქტურად, რამაც განაპირობა მისი ლიკვიდაციის აუცილებლობა. თითქოსდა განადგურდა ევროპაში და დაასრულა ორდენმა მოღვაწეობა, თუმცა რეალურად არსებობდნენ "მიწისქვეშეთში" და გამოჩნდნენ ახალ კონტინენტზე კოლონისტების როლში. გამოდის რომ ევროპაში "მოჩვენებითი გაქრობის" შემდეგ აითვისეს ახალი ტერიტორია, რომელიც შეიძლება ითქვას რომ მოაწყვეს ისე, როგორი ხედვაც ქონდათ "მოჩვენებით გაქრობამდე" ევროპის ტერიტორიაზე. ახალ კონტინენტზე მოწყობის შემდეგ კი არაა გამორიცხული "გეგმაში იდოს" მსოფლიოს მოწყობა, თუმცა აქ უკვე მასონებთამ მოუწევთ კონკურენცია :)

    ReplyDelete